воскресенье, 11 мая 2014 г.

მეშვიდე დღე

დღეს განსაკუთრებით რთული სამუშაო გვქონდა თუმცა ვფიქრობ ნაყოფიერად ვიმუშავეთ. განვათავსეთ ბლოგზე ჩვენი პროექტები და ეხლა ვთკბებით ჩვენივე შემოქმედებით.
გმადლობთ გიორგი მასწავლებელო!

პროექტის პრეზენტაცია

четверг, 1 мая 2014 г.

მეოთხე დღე

საინტერესო და ხალისიანი დღე იყო. საკუთარ ,,ნაღვაწს", რომ ხედავ სლაიდებზე  ,,ბედნიერი" ხარ!  გმადლობთ გიორგი მასწავლებელო!

არადა ნამდვილად საჭიროა ის რაც დღეს ვისწავლეთ,  ამით ფასდება საბოლოოდ ჩვენი ნაშრომი.

вторник, 29 апреля 2014 г.

მესამე დღე

დღევანდელი დღე ძალიან ნაყოფიერი იყო. ყველაზე რთული საკითხი, რასაც ჩემი აზრით მთლიანად ეფუძნება პროექტი არის ,,კითხვების"შედგენა. ეს საკიტხი გავიარეთ დღეს და ვფიქრობ კარგადაც.
ჩემი ტრენერი ცდილობს მიმაჩვიოს კონკრეტულ აზროვნებას, ვნახოთ რა გამოვა! :)

суббота, 24 апреля 2010 г.


1.პროექტის სახელი: გიყვარდეს მოყვასი შენი...
2. პროექტის მოკლე აღწერა:ხშირად ამბობენ, რომ კაცობრიობა არასაკმარისად ტოლერანტულია, ანუ ადამიანები ერთმანეთის მიმართ ნაკლებად კეთილგანწყობილნი და მომთმენნი არიან। ასეთი დამოკიდებულება მრავალი უბედურების მიზეზია. პროექტის მიზანია, მისი განხორციელების პერიოდში ბავშვები გახდნენ უფრო შემწყნარებელნი და მიმტევებელნი. საბოლოო ჯამში კი– საზოგადოებას გამოუმუშავდეს ურთიერთპატივისცემის გრძნობა.
3.პროექტის სრული აღწერა:სასწავლო წლის დასაწყისში, მას შემდეგ რაც მოხდება მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევა,მივმართავ მათ წერილით, რათა გამოაცხადონ მსურველთა რეგისტრაცია საინიციატივო ჯგუფში, რომელიც იმუშავებს პროექტზე ,,გიყვარდეს მოყვასი შენი..." აღნიშნულ პროექტში ჩაერთვება 20–25 მოსწავლე. პირველ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება რეგისტრაციის დაწყებიდან 2 კვირის ვადაში, მოსწავლეები გაეცნობიან იდეას, მიზანსა და აქტივობებს, რომლებიც უნდა განხორციელდეს პროექტის მიმდინარეობისას. შეიქმნება 4 მუშა ჯგუფი, ბავშვები გაეცნობიან ჯგუფის შესასრულებელ დავალებებს და ისინი თვითონ შეარჩევენ მათთვის სასურველ ჯგუფს, ისე რომ არ დაირღვეს რაოდენობრივი ბალანსი (შეკრების ოთახის კედლებზე ოთხივე მხარეს წინდაწინ მიკრული იქნება დავალებები, რომლებზედაც ჯგუფებმა უნდა იმუშაონ. ბავშვები დადგებიან იმ კედელთან, რომელ სამუშაისაც აირჩევენ. ამ აქტივობას განახორციელებს ფასილიტატორი მოსწავლეთა თვითმმართველობასთან ერთად).
პირველი ჯგუფი –მოიპოვებს ინფორმაციას ხონის რაიონში არსებული იმ სახელმწიფო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ, რომელთაც ხელეწიფებათ ხელმოკლე ოჯახების, მზრუნველობამოკლებული და უნარშეზღუდული ბავშვების დახმარება (ეს ინფორმაცია პროექტს სჭირდება რათა მოიძიონ ასეთი ოჯახები და ბავშვები).
მეორე ჯგუფი– მოიპოვებს ინფორმაციას ხონის რაიონში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფების, აგრეთვე მათი წარმომავლობისა და ჩვენს რაიონში ცხოვრების ისტორიის შესახებ.
მესამე ჯგუფი– მოახდენს მოსწავლეთა ინფორმირებას (განცხადებები საინფორმაციო დაფაზე და სასკოლო რადიოსადგურის მეშვეობით), იმასთან დაკავშირებით, რომ მოსწავლეთა შესაძლებლობებით შეგროვდეს სხვადასხვა სახის დახმარება (ტანსაცმელი, სათამაშოები, წიგნები, რვეულები...) მათთვის ვისაც ეს სჭირდება (ხელმოკლე ოჯახები, მზრუნველობამოკლებული ბავშვები)
მეოთხე ჯგუფი– მოიპოვებს ინფორმაციას იმ მოხუცების შესახებ ვისაც სჭირდება ფიზიკური დახმარება და გამოავლენს მოხალისეებს აქციის მოსაწყობად დევიზით ,,ჩვენც მოვხუცდებით...."
ინფორმაციების მოსაპოვებლად ბავშვებს მიეცემათ 2–3 კვირა. მოპოვებულ ინფორმაციას ისინი განიხილავენ პროექტის მონაწილეთა მორიგ შეხვედრაზე, რომელიც გაიმართება პირველი შეხვედრიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, და შეიმუშავებენ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას:
1)პირველი ჯგუფის მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე იმ ორგანიზაციებთან ერთად ვისაც ეს ეხება, მათი კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით მოახდენენ მესამე ჯგუფის მიერ სკოლაში შეგროვილი საჩუქრების გადანაწილებას ხელმოკლე ოჯახებსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე. (მოხდება მათთან ოჯახებში მისვლა და საჩუქრების მიტანა. გადასაადგილებლად გამოყენებული იქნება პროექტის მონაწილე მოსწავლეთა მშობლების ავტომანქანები).
რაც შეეხება უნარშეზღუდულ ბავშვებს, ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში მოხდება ურთიერთობის დამყარება მათთან საზოგადოებაში ინტეგრაციის მიზნით (ურთიერთობებს ექნება სისტემატიური ხასიათი, როგორც პროექტის მიმდინარეობის ფარგლებში, ასევე მისი დასრულების შემდეგაც). გეგმის განხორციელების ვადა 2 კვირა.
2) მეოთხე ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე შეიქმნება 3–3 კაციანი ჯგუფები, რომლებიც გაუწევენ სხვადასხვა სახის დახმარებას მოხუცებს (ეს მოხდება მათთან ოჯახებში მისვლით და გარკვეული ფიზიკური სამუშაოების შესრულებით). ვადა 1 თვე.
3) მეორე ჯგუფის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე სკოლაში მოხდება პროექტის საინიციატივო ჯგუფის მიერ სტუმრების მოწვევა და მრგვალი მაგიდის გამართვა თემაზე: ,,ჩვენ ყველანი ერთი ხის შტოები და ფოთლები ვართ". პროექტის დასაწყისში სკოლაში გამოცხადდება კონკურსი ნახატების, ჩანახატებისა და ესეების შესახებ, რომელიც ტოლერანტობის თემას შეეხება. მრგვალი მაგიდის გამართვის შემდეგ მოეწყობა ნახატების გამოფენა. აქტივობა განხორციელდება პროექტის დაწყებიდან 2 თვის ვადაში.
ყოველი განხორციელებული აქტივობის შემდეგ სკოლაში თემისა და პროექტის პოპულარიზაციის მიზნით გამოვა კედლის გაზეთი, გაწეული სამუშაოს ამსახველი ფოტოსურათებითა და სტატიებით. მსურველებს შეეძლებათ გაეცნონ. (კედლის გაზეთი გამოიცემა საინიციატივო ჯგუფის მიერ).
გამოცხადებული კონკურსების შეჯამების მიზნით სკოლაში შეიქმნება საკონკურსო კომისია, რომელშიც იქნებიან ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ხელოვნების მასწავლებელი, მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელი, სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელი, დირექციის წარმომადგენელი.
მოეწყობა მოსწავლეთა მიერ დაწერილი ჩანახატებისა და ესეების საჯარო კითხვა. საკონკურსო კომისია გამოავლენს 3 საუკეთესო ნახატსა და 3 საუკეთესო ნაშრომს ტოლერანტობის თემაზე, რომელთა ავტორები დაჯილდოვდებიან სიგელებით (სიგელებს დაამზადებენ საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები სკოლის კომპიუტერისა და პრინტერის მეშვეობით).აღნიშნული აქტივობა განხორციელდება პროექტის დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში.
საზოგადოებაში და კერძოდ, სკოლის მოსწავლეებს შორის აგრესიის შესამცირებლად, ამასთან უსაფრთხო სკოლის შექმნის მიზნით მოეწყობა დისკუსია თემაზე: ,,სხვას მოექეცი ყველაფერში ისე, როგორც თავად გინდა, რომ მოგექცნენ".
ამ დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც სკოლის მოსწავლეები, ასევე მასწავლებლები და მშობლები. (მსურველთა ინფორმირება მოხდება საინიციატივო ჯგუფის მიერ გამოკრული განცხადებებითა და სასკოლო რადიოსადგურში გაკეთებული განცხადებების მეშვეობით). დისკუსიის მსვლელობისას ნაჩვენები იქნება (სკოლის კომპიუტერისა და პროექტორის დახმარებით) კადრები ფილმებიდან,სადაც ნაჩვენებია მოზარდებს შორის არსებული აგრესია და მისი შედეგები, რის შემდეგაც დისკუსია წარიმართება აღნიშნული პრობლემისა და მისგან თავის დაღწევის გზების ძიების ირგვლივ. მსჯელობას გაუძღვება პროექტის ფასილიტატორი, რომელიც აქცენტს გააკეთებს სკოლისა და ოჯახის თანამშრომლობის აუცილებლობაზე აღნიშნული პრობლების მოსაგვარებლად. (საჩვენებელ კადრებს ფილმებიდან შეარჩევს ფასილიტატორი საინიციატივო ჯგუფთან ერთად). აქტივობა განხორციელდება პროექტის დაწყებიდან 3 თვის ვადაში.
პროექტის დამამთავრებელი ეტაპი იქნება ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი აქციის მოწყობა.
აქცია დაიქყება სკოლაში და შემდეგ გადაინაცვლებს ქალაქის ცენტრში.მის მოსაწყობად საინიციატივო ჯგუფი შეკრებს მსურველებს და ხელოვნებისა და შრომის მასწავლებლის დახმარებიღ შექმნის პლაკატებს:
,,16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა"
,,გიყვარდეს მოყვასი შენი"
,,ვიყოთ მიმტევებელნი"
,,შენი მთავარი მოვალეობაა, არაფერი გაუკეთო სხვას ისეთი რაც თავად ტკივილს მოგაყენებს"
,,ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა შენ მოგექცნენ"
პლაკატების შესაძენად თანხის გამოსაყოფად საინიციატივო ჯგუფი წერილობით მიმართავს დირექციას.
აქციაში მონაწილეობის მისაღებად საინიციატივო ჯგუფი წერილებს დაუგზავნის ქალაქის საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებსა და დირექციას.
(აქტივობის განხორციელების ვადა 3 თვე)
პროექტის დასასრულს მოსწავლეები შექმნიან სკოლის ბლოგს, სადაც დადებენ ყველა ინფორმაციას პროექტის განხორციელების შესახებ.
4. მონაწილეთა ასაკი:12–18 წელი

5. ვადები/ხანგრძლივობა:3–4 თვე

6. პროექტის შესაძლო აქტივობები:
ა)საინიციატივო ჯგუფის შექმნა
ბ)სამუშაო ჯგუფების შექმნა
გ)ინფორმაციის მოპოვება ხელმოკლე ოჯახების,მზრუნველობამოკლებული და უნარშეზღუდული ბავშვების შესახებ (ქალაქ ხონის მასშტაბით)
დ)ინფორმაციის მოპოვება ხონში მცხოვრები სხვადასხვა რელიგიისა და ეთნიკური ჯგუფების შესახებ
ე)ჰუმანიტარული აქცია – დახმარების გაწევა ხელმოკლე ოჯახებსა და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე
ვ)ჰუმანიტარული აქცია– ,,ჩვენც მოვხუცდებით"
ზ)მრგვალი მაგიდა–,,ჩვენ ყველანი ერთი ხის შტოები და ფოთლები ვართ"
თ)კედლის გაზეთის გამოცემა
ი)კონკურსი–ნახატების და ჩანახატების
კ)დისკუსია–,,სხვას მოექეცი ყველაფერში ისე, როგორც თავად გინდა , რომ მოგექცნენ"
ლ)აქცია–16 ნოემბერი ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა
მ)სკოლის ბლოგის შექმნა

7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება, შეიქმნას: მოსწავლეთა მოტივაცია უსაფრთხო სკოლის შექმნის მიზნით, მათი ცნობიერების ამაღლება ტოლერანტობის საკითხისადმი. სკოლის ბლოგის შექმნა.

8.სარგებელი სხვებისთვის:ხელმოკლე ოჯახების, მზრუნველობამოკლებული ბავშვებისა და მოხუცებისათვის მატერიალური და ფიზიკური დახმარების გაწევა. მშობლების აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში. უნარშეზღუდული ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა.

9. სამუშაო ენა:ქართული

10. მონაწილეები სხვა სკოლებიდან: 30–40მოსწავლე, მასწავლებლები

11. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:პროექტი კავშირშია ხელოვნება/შრომასთან.
პროექტი მოსწავლეებს გაუღვიძებს ინტერესს საზოგადოების ცხოვრებისა და განვითარების მიმართ, რათა დასვას შეკითხ–
ვები, შეაგროვოს ინფორმაცია, დაიცვას იდეები, გააანალიზოს მიმდინარე საკითხები. განუვითარებს მათ ურთიერთობის
უნარს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან,თემის წევრებთან საზოგადოების აქტიურ და პასუხისმგებელ წევრად ჩამო–
საყალიბებლად, განუმტკიცებს საკუთარ იდენტობას.

12. პროექტის ფასილიტატორი:ვერა ბენიძე

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა: vbenidze2010@gmail.com

15. პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:vbenidze.blogspot.com